პოლიტიკური დიალოგი და ელჩების განცხადება

8 მარტის შეთანხმება კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზია. ოპოზიცია ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას სთხოვს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან, შესაბამისად, ამ საკითხზე მსჯელობა ვერ შედგებოდა. ამ თემაზე ერთობლივი განცხადება პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა გაავრცელეს, სადაც წერია, რომ მარტის შეთანხმება ორ ნაწილს მოიცავს – ერთი საარჩევნო სისტემას, მეორე კი სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას ეხება.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მისი ორივე შემადგენლის სულისკვეთება გაიზიარონ“ – წერია ერთობლივ განცხადებაში.