ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი

უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა. ალიანსში ფინეთის წევრობას 182-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ექვსმა მისცა ხმა. ამგვარად, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დასასრულებლად საჭიროა მხოლოდ თურქეთის პარლამენტის მხარდაჭერა. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ფინეთის განაცხადის რატიფიკაციის პროცესი 14 მაისს დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პარლამენტს ჯერ არ აქვს ჩანიშნული შვედეთის განაცხადზე კენჭისყრა. გასულ თვეში, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი შვედეთისგან განცალკევებით განიხილოს.