ფინეთი საზღვარს 11 თებერვლამდე არ გახსნის

ფინეთი რუსეთთან საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს კიდევ ოთხი კვირით, 11 თებერვლამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის, მარი რანტანენის განცხადებით, ყველა გასასვლელი ისევ დახურული იქნება, თუმცა, რუსეთის ჰიბრიდული გავლენის საფრთხე კვლავ არსებობს. ასევე ახლომდებარე რაიონებში არიან ემიგრანტები, რომლებიც საზღვრის გახსნას ელოდებიან. ფინეთმა რუსეთთან საზღვარი გასული წლის მიწურულს დახურა თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო.