ვილნიუსის სამიტის შედეგებს პოლიტიკოსები აჯამებენ

12:06, 13.07.2023

ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შედეგებს პოლიტიკოსები აჯამებენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილის შეფასებით, კომუნიკე, რომელიც სამიტზე მიიღეს, საქართველოსთვის ნატო-სთან დაახლოების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია, რასაც „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ საგარეო კურსს უკავშირებენ. მმართველ პარტიაში კი განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მათი თქმით, საქართველო სრულ თანხვედრაშია ნატო-ს სტანდარტებთან და მზად არის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, ახლა კი, ჯერი ნატო-ს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა.

მსგავსი