ნატო-ს 75-ე სამიტი ვაშინგტონში დღეს დასრულდება. კომუნიკე 32 წევრი ქვეყნის ხელმოწერით შემუშავებულია. პოლიტიკური დოკუმენტის გზავნილებშია საქართველო და მოწოდება რუსეთს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს. ამერიკის შეერთებულ შტატებშია საქართველოს დელეგაცია.
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პარტნიორებს ხვდება. მთავარი გზავნილი საქართველოს ურყევი არჩევანია იაროს ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
სამიტის დღის წესრიგი მსოფლიო ლიდერების შეხვედრებს აერთიანებდა.
ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე