ნატო-ს 68-ე საპარლამენტო ასამბლეა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს 68-ე საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს. ქართველი დეპუტატები სესიის ფარგლებში ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებსაც მართავენ. ქართველი კანონმდებლები უკვე შეხვდნენ ბრიტანეთის, დანიისა და ნორვეგიის დელეგაციებს. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია კოპენჰაგენში გუშინ გაიხსნა და მასში ორი დღის განმავლობაში ალიანსის 31 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი და პარტნიორი 25 ქვეყნის 100-ზე მეტი კანონმდებელი მონაწილეობს.

რა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველო? – ანა ბროლაძე დანიიდან პირდაპირ ეთერში.