ნატოს მინისტერიალი

შვედეთი ნატოს ახალი წევრი ხდება, უკრაინას კი ალიანსში შესვლისთვის სამოქმედო გეგმა მაპი შეიძლება საერთოდ აღარ დასჭირდეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები ვილნიუსში იმყოფებიან და ნატოს სამიტს მართავენ. მუშავდება სამიტის დეკლარაციის საბოლოო ტექსტი. განსაკუთრებული მოლოდინია, რა ჩაიწერება დოკუმენტში უკრაინასთან დაკავშირებით. დეკლარაციის ჩანაწერს ელოდებიან თბილისშიც. ვილნიუსში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში, რომელიც საგარეო მინისტრების დონეზე იმართება.

როგორი მოლოდინი აქვს პირველ ქართველ დიპლომატს ვილნიუსის ნატოს სამიტის შედეგზე, – ანა ბროლაძე დეტალებით.