პრეზიდენტის განცხადება

„ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის – ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის“ – ასე გამოეხმაურა „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტი ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას. ხაზგასმულია ისიც, რომ არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს.