უსაფრთხოების შეთანხმება უკრაინასთან

იტალიამ და კანადამ უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კიევთან უსაფრთხოების ათწლიანი ხელშეკრულების დადებით, კანადა და იტალია უერთდებიან დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და დანიას. ხელშეკრულება მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებას იქამდე, სანამ ქვეყანა მიაღწევს თავის მიზანს და გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.