ფერმერების რეგისტრაცია

ქვეყნის ისტორიაში პირველად ფერმერთა ერთიანი ბაზა შეიქმნა. ეს არის ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ფერმერების რეგისტრაციას ავალდებულებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის მიმართ ინტერესი მაღალია.

დარეგისტრირებულ ბენეფიციართა რიცხვმა პირველ ეტაპზე გათვალისწინებულ მონაცემს გადააჭარბა.

ფერმერთა რაოდენობის და მათი საქმიანობის სფეროს დადგენის გარდა რეგისტრაციის პროცესი მთავრობას სოფლის მეურნეობის პროექტების სწორად და ეფექტურად დაგეგმვაში უნდა დაეხმაროს.