ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში

ევროკავშირის ვრცელი ანგარიში საქართველოს შესახებ და შეფასება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება. რა წერია 35-გვერდიან დოკუმენტში და რომელ სფეროებს ეხება ძირითადი კრიტიკა – დღეს პოლიტიკოსები ანგარიშში ნახსენებ ყველა იმ საკითხს განიხილავდნენ, რომელთა მოგვარებამაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან უნდა დაახლოვოს. ხარვეზების არსებობას ადასტურებს ხელისუფლებაც, თუმცა, განმარტავს, რომ მათი გამოსწორება რეკომენდაციების შესრულებით მოხდება და ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

რაც შეეხება ევროკავშირის ანგარიშის შეფასების ნაწილს, ორგანიზაცია შენიშვნებთან ერთად, ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში საქართველოს წინსვლაზეც ამახვილებს ყურადღებას და ქვეყანას კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას.