საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი კიდევ ერთი ვალდებულება შეასრულა და ის ევროკავშირის საერთო სატრანზიტო ქსელს შეუერთდა. სიახლე გულისხმობს სატრანზიტო ტვირთისთვის ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ აზიიდან ევროპაში და პირიქით, ტვირთის გადაზიდვისას კომპანიას საქართველოში დამატებით ახალი დეკლარაციის შევსება აღარ მოუწევს. არსებობს სხვა სარგებელიც. აღნიშნულ სისტემაში ჩართვით ქართული სადაზღვევო კომპანიები და ბანკები დამატებით ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ.