კამპანია - „ნუ მოჭრი ბზას“

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონტროლს ამკაცრებს. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 2000 ლარამდეა. სისხლის სამართლის საქმე კი იმ შემთხვევაში აღიარება თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს.

ნატა ტაბიძისა და ლაშა მამულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები