ახალი რეგულაციები – ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში
კანონპროექტი, რომელიც მეღვინეობის სექტორს ახლებურად დაარეგულირებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორობით მომზადებული ცვლილებების თანახმად, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ვენახის გაშენება ყურძნის რეალიზაციის მიზნით აქვს გადაწყვეტილი, შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევს. მიზანი მევენახეობა-მეღვინეობის ხარისხის გაუმჯობესებაა. შესაბამის ნებართვას ღვინის ბიზნესით დაინტერესებულ მოქალაქეებს, ღვინის ეროვნული სააგენტო უსასყიდლოდ გადასცემს. თუმცა, დოკუმენტის აღებამდე მევენახეებს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება და შესაბამისი პროცედურების გავლა მოუწევთ.
რას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე გადაეგზავნა? – შალვა სუმბაძე დეტალებით.