ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა

18:05, 04.09.2023

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 67-ე სხდომა გაიმართა. განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით არსებული საკითხები. სხდომაზე წარდგენილი იყო ევროკავშირში ინტეგრაციისა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ექვსი თვის ანგარიში, რომელიც სხვადასხვა უწყებების ჩართულობით მომზადდა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ევროპელ კოლეგებს უახლოეს მომავალში წარედგინება.

სხდომის წევრებმა იმსჯელეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. განიხილეს ახლო მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა.

 

მსგავსი