საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის ელჩებთან

საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები იყო. ისაუბრეს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზეც. დავით ზალკალიანმა პოზიტიურად შეაფასა ევროპარლამენტის გადაწყვეტილება გამოაგზავნოს სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე.

დატოვე კომენტარი