ევროკომისიის რეკომენდაციები - პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

ქართული საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგში სამუშაო ვიზიტს ასრულებს.

ვიზიტის ფარგლებში ბოლო სამუშაო შეხვედრა დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან გამართა. განხილვის თემა ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესსა და ამ კუთხით თანამშრომლობას შეეხებოდა. ამ შეხვედრით დელეგაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამუშაო ვიზიტს ასრულებს. 10 დღის განმავლობაში დეპუტატებმა შეხვედრები სამ ქვეყანაში – გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში გამართეს.