რეგიონული სამიტი ყაზახეთში
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტმა უკვე მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ვალდებულებებზე ეკოლოგიის დაცვის კუთხით და ისაუბრა დაკავშირებადობაზე.
მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის აქცენტები ანა ბროლაძემ მოისმინა, რომელიც პირდაპირ ეთერში ასტანადან შემოგვიერთდება.