საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ესპანეთში

18:21, 22.04.2026

საგარეო ურთიერთობა კომიტეტის წევრების ვიზიტი ესპანეთში, სენატსა და კონგრესში შეხვედრებით გრძელდება. დღეს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს სენატისა და დეპუტატთა პალატის შერეული კომისიის ფორმატში, ასევე ქართულ დელეგაციას უმასპინძლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. დელეგაციის წევრების თქმით, ყველა შეხვედრაზე ესპანელ კოლეგებთან მსჯელობენ, როგორც ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, ასევე განხილვის თემაა რეგიონებში არსებული ვითარება. მათივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე არსებულ სირთულეებს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების თქმით, მათ ყველა შეხვედრაზე, ესპანელ კოლეგებს, კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ქართული მხარის მზაობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ღია დიალოგის თაობაზე.

მსგავსი