პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩინეთში
ურთიერთობის გაღრმავებას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში.
ჩინელ კოლეგასთან შეხვედრების შემდეგ, სადაც მხარეები საპარლამენტთაშორისო კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, ქართველი კანონმდებლები პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით პეკინის საგარეო ურთიერთობათა უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე ვიზიტი ქალაქ სიანში გრძელდება. დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებული აქცენტი განათლების, კულტურის და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობაზე კეთდება. დისკუსიის თემაა ჩინეთ-საქართველოს ჩართულობით შუა დერეფნის განვითარების საკითხებიც.
„მოამბე“ სიანიდან – საპარალამენტო დელეგაციის ვიზიტის დეტალებზე შალვა სუმბაძე ისაუბრებს.