საპარლამენტო დელეგაცია მადრიდში
მადრიდში ოფიციალურ ვიზიტს მართავს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციის და გარემოს დაცვისა კომიტეტების თავმჯდომარეები უკვე შეხვდნენ ესპანეთის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებს. მათ შორის, გამართეს მოლაპარაკებები სენატისა და დეპუტატთა კონგრესის ერთობლივი კომისიების ხელმძღვანელებთან. მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება იყო. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.