იუსტიციის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს შეხვდა

12:30, 29.04.2026

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ამერიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს პარტნიორობის მიმართულებები, პროექტების პროგრესი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აქცენტი გაკეთდა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მიწის ადმინისტრირების სერვისების გაუმჯობესებასა და ციფრული მმართველობის სისტემების შემდგომ გაძლიერებაზე.

მხარეებმა პროექტების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, მიღწეულ პროგრესზე და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს ქართული მოდელების სხვა ქვეყნებში დანერგვის პოტენციალი და ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

მსგავსი