პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩინეთში 

21:22, 18.05.2026

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ჩინეთში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.

ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, საკანონმდებლო დონეზე ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს ჩინეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა ჩინელ კოლეგას. ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის კავშირების გაძლიერებასთან ერთად, საუბრის მთავარი თემა იყო სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ინვესტიციების განხორციელებაზე და პოლიტიკურ დონეზე ურთიერთმხარდაჭერაზე გაკეთდა.

რა მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთთან ურთიერთობების გაძლიერებას შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგის ფონზე – პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს შალვა სუმბაძე აშუქებს.

მსგავსი