პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩინეთში 

მაღალი დონის შეხვედრები, სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესის სფეროებში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ორი დღის განმავლობაში ქართველმა კანონმდებლებმა შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით პეკინსა და სიანში არაერთი შეხვედრა გამართა. დისკუსიის მთავარი თემა პოლიტიკურ დონეზე ურთიერთმხარდაჭერა, საპარლამენტთაშორისო კავშირების გაძლიერება და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყო. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. განიხილეს სიანსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება და ახალი ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინელი კოლეგა საქართველოშიც მოიწვია.

„მოამბე“ სიანიდან – საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს შალვა სუმბაძე შეაჯამებს.