პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთში
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სტამბოლში დასრულებულია.
სამი დღის განმავლობაში ქართული საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპაუშვილის ხელმძღვანელობით, რიგით 152-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობდა. გლობალური დაძაბულობის ფონზე, ასამბლეის მთავარი თემა „მშვიდობა, უსაფრთხოება და ურთიერთთანამშრომლობა“ იყო. ქართულმა მხარემ სწორედ მშვიდობისა და პრაგმატული პოლიტიკის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი მეზობელი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან შეხვედრისას. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან დისკუსია კი ბრიუსელი-საქართველოს შორის გართულებული ურთიერთობების მიზეზებზე საუბარს დაეთმო. პირისპირ შეხვედრების ფორმატში, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროინტეგრაციის მკაფიო სურვილი, ბრიუსელი კი ევროპულ სახელმწიფოებთან პირდაპირი კომუნიკაციის პროცესში მთავარ დაბრკოლებად დასახელდა.
რა შედეგებით ბრუნდება ქართული საპარლამენტო დელეგაცია თურქეთიდან – ამას თეონა მანაგაძე დეტალებით.