ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტი

პირველ არხთან დაკავშირებული ჩანაწერი ვერ მოხვდა, თუმცა ის, რაც სტრასბურგში დღეს მიღებულ განცხადებაში ჩაიწერა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილებია.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის შეფასებით, ჩვენს ქვეყანას ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში პროგრესი აქვს. თუმცა არის შენიშვნებიც. მათ შორის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე და სასამართლო რეფორმაზე.

დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული ოკუპირებულ რეგიონებზე და წერია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

განცხადებაში მოხვდა გალის სამხედრო ბაზაზე ორი კვირის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეც.

სიმბოლურია, რომ დოკუმენტის მიღება ვიზალიბერალიზაციიდან ორი წლისთავს დაემთხვა.