საარჩევნო მარათონი აშშ-ში

ამერიკის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მონაწილეობის შანსი იზრდება.

„რესპუბლიკური პარტიიდან“ პრეზიდენტობის მსურველმა და ტრამპის მთავარმა კონკურენტმა მის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. იმისთვის, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსი მიიღოს, დონალდ ტრამპს ივლისამდე კიდევ არაერთი რთული ეტაპი აქვს გასავლელი, რადგან შიდა პარტიულ პრაიმერიზს პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი ჰყავს. შიდა კონკურენციის დაძლევასთან ერთად ამერიკის ექს-პრეზიდენტისთვის დაბრკოლებაა სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებიც.