პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მედიასთან

თითქმის სამ საათს გაგრძელდა პრემიერ-მინისტრსა და მედიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. თუმცა, კითხვა-პასუხამდე მთავრობის მეთაურმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იყო საქართველოსა და დასავლეთს შორის არსებული ურთიერთობები და მისი მომავალი.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მზად არის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობებისთვის, როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მოუწოდებს აშშ-ს, უზრუნველყოფილი იყოს ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირის მიმართ კი მთავარ მოწოდებად საქართველოს წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნა რჩება.