არჩევნები ჩრდილოეთ მაკედონიაში

ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებული არჩევნები ხელისუფლებისთვის არასახარბიელო შედეგებით დასრულდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი დამარცხდა. პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის მსგავსად ოპოზიციურმა კოალიციამ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებშიც. წინასაარჩევნო კამპანიამ და არჩევნებმა საკმაოდ პოლარიზებულ გარემოში ჩაიარა. საარჩევნო პროცესის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა იმ გარემოებამ, რომ არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ქართველი დეპუტატის ხელმძღვანელობით აკვირდებოდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ოდირის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიის სპეციალური კოორდინატორია. მან დღეს მისიის წევრებთან ერთად არჩევნების შედეგები შეაჯამა.

სკოპიეში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი იმყოფება, – თეონა ხუბულავა დეტალებით.