მინისტრების კრიტიკა ზურაბიშვილს

პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების თემაა. მინისტრთა კაბინეტის წევრების თქმით, გაუგებარია სალომე ზურაბიშვილის დუმილი და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისთვის, ილჰამ ალიევისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვისგან თავის შეკავება.

რამდენიმე წუთის წინ კი პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა.