ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან რვა პაციენტი განიკურნა, მათგან შვიდი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების ხუთი შემთხვევა გამოვლინდა. ხუთივე იმპორტირებულია, აქედან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი – თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

კლინიკაში ჯამში 20 პაციენტი მკურნალობს, ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში 893 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 739 გამოჯანმრთელდა, 14 გარდაიცვალა, ამჟამად კი კოვიდ-ცენტრებში 140 ინფიცირებული პირი მკურნალობს.