ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ. მათი თქმით, წინა თვესთან შედარებით, მიმდინარე თვის კოვიდსტატისტიკა შედარებით შემცირებული და დამაიმედებელია, ხოლო ის რისკები, რაც ინფექციის გავრცელებას ადრე ახლდა, დღეს თითქმის აღარ არსებობს. ამის მიზეზი შემთხვევების უმეტესობის მსუბუქი მიმდინარეობაა. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში რეგულაციების შემოღების რაიმე საფუძველი არ არსებობს.