ყირიმ-კონგოს შემთხვევები

საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევები მატულობს. პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია კლინიკებშიც. ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს. მედიკოსები მოსახლეობას მიმართავენ, ტკიპის კბენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. ადამიანზე მისი გავრცელება სწორედ ტკიპების კბენით და საქონლის ხორცთან შეხებით გადადის. ბოლო შვიდ თვეში საქართველოში აღნიშნული ვირუსით ინფიცირების 42 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი. მისი არეალი ძირითადად სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლს მოიცავს. დაავადებას ახასიათებს მაღალი ცხელება, პირის სიმშრალე და თავბრუს ხვევა.