ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

საქართველოში კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა. ინფექციონისტების ნაწილი შემთხვევების მატებას უახლესი ორი კვირის განმავლობაში კიდევ ელოდება. ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში აუცილებელი გახდა კოვიდსაწოლების რაოდენობის გაზრდა. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში დააბრუნონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ღონისძიებებზე დასწრებისაგან. გასული ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.