ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა დღითი დღე მატულობს. ამ ეტაპზე ქვეყანაში „ომიკრონის“ ქვეშტამები – „ბი ეი 4“ და „ბი ეი 5“ ცირკულირებს, რომლებიც სწრაფი გადამდებლობით ხასიათდება. ექიმების თქმით, ერთ კოვიდდადებით პაციენტს დაახლოებით 12 პირის დაინფიცირება შეუძლია. წინასწარი გათვლებით, მეშვიდე ტალღის პიკს სექტემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.