მზარდია ინფიცირებულთა სტატისტიკა და 31 ივლისისთვის დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 7, 62%-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის მანძილზე ჩატარებული კვლევებით, ვირუსი კიდევ 3 196 მოქალაქეს დაუდასტურდა. საგანგაშოა გარდაცვლილთა რაოდენობა, – მხოლოდ ერთ დღეში კოვიდინფექციას 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სულ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსით ჯამში, 5 820 ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევიდან: თბილისში 1 487 ფაქტი დადასტურდა. გართულდა სიტუაცია აჭარაშიც, სადაც კიდევ 517 პირი დაინფიცირდა, 315- ია იმერეთში -, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 148, კახეთი – 202, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 157, – დანარჩენ რეგიონებში კი შემთხვევათა რაოდენობა 100-ზე ნაკლებია. ამ ეტაპზე მძიმეა 1 109 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი.