42 გარდაცვლილი და ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა, – ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში. ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ დედაქალაქშია. თბილისში 1615 შემთხვევა ფიქსირდება, მას მოსდევს იმერეთი – 564 ფაქტით, შემდეგი – აჭარა, სადაც ვირუსი კიდევ 491 მოქალაქეს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1066 მძიმე პაციენტი გვყავს და ისინი სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ. მათგან 420 მოქალაქის შემთხვევაში ინფექცია კიდევ უფრო რთულად მიმდინარეობს და შესაბამისად ამ პაციენტებს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდებათ.
რა სიტუაციაა კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში და როგორია პაციენტების ჯანრთელობის მდგომარეობა, – გიორგი კობერიძე განაგრძობს თემას.