ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ოთხი ათასს გადაცდა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში. გასული დღე-ღამის მანძილზე ვირუსი 4048 მოქალაქეს დაუდასტურდა. აქედან 1602 ფაქტი თბილისში დაფიქსირდა. მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელიც, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კოვიდ 19-ს კიდევ 49 პაციენტი ემსხვერპლა. რაც შეეხება გადანაწილებას რეგიონების მასშტაბით, შედარებით შემცირებულია ინფიცირება აჭარაში, თუმცა ისევ მძიმეა მდგომარეობა იმერეთში, სადაც შემთხვევათა რაოდენობამ ბოლო ერთ დღეში 700-ს გადააჭარბა.

ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და ახალი მაჩვენებლები, – მარიამ სეთურიძე ისაუბრებს თემაზე.