ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი. ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში აღირიცხა, ვირუსი 1 240 ადამიანს დაუდასტურდა, მას მოჰყვება იმერეთი – 362 შემთხვევით. ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 29 727 აქტიური შემთხვევაა, 1 074 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 439 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. გაზრდილია განკურნებულთა რაოდენობა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 942 ადამიანი გამოჯანმრთელდა.