ე.წ. საბაჟოს მშენებლობა ე.წ. რაზდახანის გამშვებ პუნქტზე - რეპორტაჟი ოკუპირებული ახალგორიდან
ოკუპირებულ ახალგორთან ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სეპარატისტულმა რეჟიმმა ე.წ. საბაჟოს მშენებლობისთვის ვაგონები განათავსა. დე ფაქტო საბაჟო კომიტეტმა ე.წ. საბაჟო კონტროლის დაწყება გასულ კვირას დააანონსა, თუმცა, ე.წ. საბაჟო ჯერ არ ამუშავებულა.
რა გახდა შეფერხების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. მანამდე კი, ე.წ. საბაჟო პუნქტის მოწყობას ქართული მხარე საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით გააპროტესტებს.
რა ვითარებაა ამ დროისთვის ოკუპირებულ ახალგორში? საოკუპაციო ხაზთან გურამ როგავა იმყოფება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.