დანაშაულის სტატისტიკა

2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გაუმჯობესდა დანაშაულის გამოვლენა და რეგისტრაცია. რაც შეეხება ცალკეულ დანაშაულებს, მომატებულია ისეთი ტიპის დანაშაულები, რომელთა აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა, ან მომართვიანობა გაიზარდა. შსს-ში აცხადებენ, რომ სტატისტიკის ზრდა გამოწვეულია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით და პოლიციისადმი გაზრდილი ნდობით.