დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

12:05, 09.11.2025

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ბათუმში დააკავეს.

პოლიციამ, ბრალდებულის  პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება 1347 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 12-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი