დაკავება უკანონო ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის ფაქტზე

12:06, 25.01.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, მათგან ერთი – წარსულში ნასამართლევი. სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგებალინის“ შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი