შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტი

12:27, 20.11.2025

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს – „პროფესია პოლიციელი“, რომელიც წარმოადგენს ახალ კამპანიას და მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა, მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია. შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას შსს-ს აკადემიაში წარუდგინა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება პოლიციის საქმიანობასა და პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სპეციალურად მოზარდებისთვის, აკადემიის ტერიტორიაზე მოწყობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტენდები დაათვალიერეს და სიმულაციურ აქტივობებს დაესწრნენ.

მსგავსი