ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში

კანონმდებლობა მკაცრდება – დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილზე იმართება. ცვლილებები დაჩქარებული წესით პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, პირველი მოსმენით უკვე განიხილა. ცვლილებებით, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით გადაკეტვაც. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ცვლილებების მიზანი, შეკრების თავისუფლებასა და მართლწესრიგს შორის ბალანსის დაცვაა. საპირისპიროს ამბობს გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდი. მათ თქვეს, რომ „ცვლილებები თავისუფალ და მშვიდობიან პროტესტს ზღუდავს“.