შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან

12:24, 10.02.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მსგავსი