ცხრა-დღიანი პატიმრობა დასრულებულია. ქართველი მეზღვაურები მეკობრეების თავდასხმის შემდეგ, ტოგოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. 14 აგვისტოს დაკარგული გემი, ლემეს პორტში უკვე შევიდა, გაძარცვული, თუმცა სრული ეკიპაჟით.
ახლა ქართველ მეზღვაურებზეა დამოკიდებული, გააგრძელებენ თუ არა ისინი დამსაქმებელ კომპანია “იალქანთან’” თანამშრომლობას. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა მეზღვაურების დახმარებისთვის მზად არის.