საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

12:05, 29.10.2021

საქართველოს ორი მოქალაქე ამ დრომდე საოკუპაციო ძალების ტყვეობაში რჩება. ისინი ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად. ნინო ფისაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.

მსგავსი