საბერძნეთში ქართველი მეზღვაურები დაიღუპნენ

საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ორივე მათგანი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის ადგილზე შესასწავლად სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ. განცხადებაში ვკითხულობთ: „მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი სარემონტო სამუშაოებზე იმყოფებოდა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

26 ოქტომბერს, ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც საქართველოში 2 ნოემბერს გადმოასვენეს,“ – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.