უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებულ ცხინვალში

რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგი და უკანონო პატიმრები. ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დეკემბერში დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე, მათ შორის არის ყოფილი სამხედრო პირიც. მათ გათავისუფლებაზე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე კვირაში იმსჯელეს, საქმეში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

ოკუპირებულ ცხინვალში ტყვეები „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს. როგორია დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს თუ არა მათი გათავისუფლების ქმედითი მექანიზმები, – დეტალები ბელა ზაქაიძის რეპორტაჟში.